Friday, March 25, 2011

მინდოდა მეთქვა და ვერ ვთქვი..

...სადღეგრძელო...
ჰო, მოხდა სასწაული და მე ისე გავჩუმდი, გეგონებათ დიდი მორცხვი ვინმე  ვყოფილიყავი და ცხოვრებაში ჭიქა არ ამეწიოს..
მანამ სანამ იმას დავწერდე, რაც უნდა მეთქვა, მინდა  ერთხელ კიდევ მივულოცო დაბადების დღე ჩემს მეგობარ ვერიკოს.. ყოველივე კარგს გისურვებ ვერი..

* * *
პარასკევი, 25 მარტი 2011 წლისა..
ჩვენი ოფისი.. ჩვენი ვერიკოს დაბადების დღე.
ოფისი დაცარიელებული უჩვეულოდ. მიზეზი საპატიო, გასვლითი ტრეინინგები თუ რაღაც მსგავს-და-გვარი  "ტოპ მენეჯმენტისთვის" გუდაურში, "გუდ-აურაში" უფრო "ასწორებს" მსჯელობა, აზრთა მსვლელობა, "მიდლ მენეჯმენტი და ოფიცრობა" ცოტანი შემოვრჩით 19:00 საათს.. სულ ოთხ კაცამდე და სტუმარი, არა სტუმარი არა, ჩვენი მეგობარი კონკურენტის ოფისიდან.. კიდევ ბევრი აკლდა ამ სიტუაციას პირადი საპატიო მიზეზებისა და გამო..
ბოლოს წინა სადღეგრძელო იყო: "ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩენს მეგობრობას"-ო.  ემოციებით სავსენი აღმოვჩნდით თურმე და ბავშვებმა (ჰოო, ბავშვებმა :) ) რაღაცნაირად გულახდილი  სადღეგრძელეობით  გული ამიჩუყეს..  ინგა დ-მ, ვერიკომ, ტატომ და ნიკამ სათითაოდ გაიხსენეს "როგორ იყო ჩვენი დამეგობრების შემთხვევაში". ბოლო სიტყვა მე ავირჩიე.. ამ ბოლო დროს სულ ბოლოში ვარ და.. ვერაფერიც ვერა ვთქვი ისეთი.. არადა მეც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთი თუ ნამეტანი "მედოფი" გამეჩხირა..
აი, რა მინდოდა მეთქვა და ვერა ვთქვი:
ინგა დ, შენ მათ შორის  ყველაზე პირველი გაგიცანი, უფრო იმიტომ განვეწყე შენს მიმართ დადებითად, რომ ჩემი კუსანას მეგობარი აღმოჩნდი.. თან ისეთი ხალისიანი, აი მე რო მიხარის ხოლმე, რაა..
ვერიკო, იუბილარო.. ლამაზო და საყვარელო..  საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული, მეგობრული და ერთგული ხარ :) აბა  როგორ არ გამიჩნდებოდა სურვილი შენთან მეგობრობისა :)
ტატო, შენ "გაჯეტა" ხარ.. კრეატიული, ზრდილი.. ნამდვილი მისაბაძი ადამიანი და რაღა დავმალო, თავიდან არ მსიამოვნებდა კიდევ ერთი ახალი რეპორტინგი რო მომიჯდებოდა გვერდით, მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ ასე ჩვენიანი იქნებოდი :)
ნიკოლ, შენ,  კიდევ ერთხელ შეგიძლია წაიკითხო "ჯადოსნური ფეხსაცმელი"  და არა მარტო ეგ..

ჰოდა, თქვენ გაგიმარჯოთ!


"ღამენათევი და ნამთვრალევი,
გულწრფელი ისე, როგორც არასდროს,
ხშირად  სევდიანი, ზოგჯერ საქმიანი,
ფიქრში დამათენდა ამავ დროს..

ჩემი სათქმელი დღეს რომ ვერ გითხარით,
ახლა  ვწერ და ნახავთ, რომ
თითქმის  ყველაფერი ნათელია,
ღმერთს თქვენს* კარგად ყოფნას  აქაც ვთხოვ!"


*ჩემი მეგობრები ყველა :)

იგ,
მარტი 2011

5 comments:

  1. საყვარელო იგ *)

    ReplyDelete
  2. Kiwi*
    ჩემს ბლოგს მოენატრე :) მიხარია, რომ აქ დაგინახე :) როგორ ხარ?

    ReplyDelete
  3. კარგად ვარ იგ, მეც მომენატრა შენი ბლოგი:*
    ვსწავლობ ვსწავლობ და ვსწავლობ, აღარ შემიძლიაა ))

    ReplyDelete
  4. ამჯერად "მედოფი" :))

    ნიკას თქვენი ნოსტალგია აქვს როგორც ჩანს:)))

    ReplyDelete
  5. ნოსტალგია შენ ჩვენი იკითხე:/

    ReplyDelete