Monday, March 7, 2011

Kiwi–ის ლექსი.. მე მომწონს და მინდა წაიკითხოთ თქვენც..

სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის
და მინდება უცებ გაშლა კარვის,
ოცნებები სიმებივით წყდება,
არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება.

შენი ხმაა?! როგორც ლანდი ქარვის,
შემოგვესმა სიმფონია არვის...
წუთები კი რუდუნებით გარბის,
შეჩერდიო! - ვინმემ მითხრას ნეტავ,
ლექსის წერას თავხედურად ვბედავ.

შემოგცქერი როგორც ანცი ბავშვი,
საყვედურს კი ჩემს თვალებში ხედავ.
მესმის ნოტი, მე, უღონოდ დაღლილს,

ბოლომდე მწოვს სიმარტოვის სევდას.
ამ დრომდე თუ მიმატოვა ბედმა,
ახლა მხოლოდ ფერად სიზმრებს ვხედავ.

თეთრ ოთახში კვლავაც მარტო დავრჩი,
დუდუნებენ - "გამაგრდიო, გესმის?!"
კედელსიქით შენს სილუეტს ვხედავ,
და ვერ ვხვდები შენს თავს რისთვის ებრძვი.


გამისწორე ძირსდახრილი თვალი,
ნუ გაგაკრთობს მწუხარება, დღეს კი-
იმსახურებ რომ მოვიდე ახლოს,
გაგიმხილო, მე რასაც ვგრძნობ შენ წინ.

დაიბნევი, უჩვეულოდ, გრძნობით
მითანაგრძნე - გეტყვი სევდით დაღლილს.
ნუ სწუხხარო - გადმომიგდებ ხვნეშით,
ბაგეზე კი მოგერევა დარდი.

ძალიან გსურს შეიკავო, ვიცი
ეგ ღიმილი, შენი გრძნობის ფერი.
უსასრულოდ არაფერი რჩება,
ისევ ნაზად მოვიღერე ყელი.

უშენობით გადავღლილვარ, მივხვდი.
შენს თვალებში წავიკითხე ვნება.
გამიღიმე შეციებულს, გიცდი
და ფიქრები აღარ ამეშლება.
ძლივს, უსიტყვოდ გამისწორე თვალი,
გაგიკვირდა შენ დანახვა ცრემლის,
მიყვარხარო, იჩურჩულე, ძლიერ
მოწყენაც კი სასწაულად გშვენის.

სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის,
და გვინდება უცებ გაშლა კარვის,
ოცნებები ჩვენთან ერთად რჩება,
არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება!


January 3, 2011 1:41 PM

Kiwi

3 comments:

  1. როგორი საყვარელი ხარ იგ <3
    ძალიან, მადლობ საყვარელო, ჯერ საშინლად დატვირთული ვარ, ყველს პოსტები მაინტერესებს მარა კითხვისთვისაც არ მაქვს დრო :|

    ReplyDelete
  2. წარმატებები Kiwi, მე კი რაღაც მოვიცალესავით და..დავწერე და დავწერე... :*

    ReplyDelete
  3. ეეეჰ მეც მინდა მოცლაა;;)
    ცოტაც ცოტაც და მოვიცლი!! :>

    ReplyDelete